ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციამ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო დააჯარიმა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციამ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმა გამოუწერა.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, მას არ დაურღვევია არანაირი წესი.

„რა კანონით მაჯარიმებენ, კანონსაც ვერ მითითებენ. თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის წესი დავარღვიე. არავითარი კარანტინის და თვითიზოლაციის წესი არ დამირღვევია. არც კოვიდი მაქვს. წავედი, თბილად ჩავიცვი და უკან მოვდივარ. ამიტომ, ეს არის უკანონო დადგენილება. ჯარიმა კი გამოწერეს, მაგრამ წარმოუდგენელია, აბსურდში ვცხოვრობთ. ეს არაკონსტიტუციურია, რაზეც ვლაპარაკობთ. 9 ეკიპაჟი მოვიდა იმისთვის, რომ გავეჩერებინე. მე არ ვაპირებ ამათ წესებს დავემორჩილო, თვითიზოლაცია და კარანტინი არ დამირღვევია. ვერ შემიზღუდავენ გადაადგილების უფლებას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა განმარტა, საჯარიმო ქვითარი დეკანოიძეს საცხოვრებელ მისამართზე მიუვა.

„42-ე მუხლის მეათე ნაწილით ვაჯარიმებთ, ეს არის 2000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი“,- განაცხადა ადგილზე სამართალდამცველმა.

ცნობისთვის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების თაობაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში, განუცხადეს, ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კანონს არღვევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა