გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: საყდრიონი, სიმონიანთხევი, გორანა, კვერნაულა, მელიასხევი, ბოკონი, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში. ასევე, შეზღუდვა შეეხება 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, მუხრანი, ქსანი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.