დავით ბაქრაძე - ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანი იქნება და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლიდან გამიჯნული იქნება

ჩვენი ბრძოლა მთლიანად მშვიდობიანია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მანვე შს სამინისტროსაც მიმართა და განაცხადა, რომ შს სამინისტროს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

„მივმართავ შსს, რომ ქვეყანაში ძალადობის ფაქტი არ იყოს, მაგრამ იმასაც ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი ბრძოლა მთლიანად მშვიდობიანია. ეს არაა ოპოზიციური ძალის პასუხისმგებლობა, როდესაც იყენებ დისკრიმინაციულ განურჩევლად ძალას, რა თქმა უნდა, ეს საპასუხო რეაქციას იწვევს. ამიტომ შს სამინისტროს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანი იქნება და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლიდან გამიჯნული იქნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა