ეკატერინე ტიკარაძესა და ამერიკის ელჩს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რამაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველყო.

საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და უსაფრთხოების ზომებსაც. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზებას.

„ამერიკის ელჩთან ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მოიწონა და აღნიშნა, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეორე ტურისთვის მზაობის საკითხსაც. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების უსაფრთხოებას ამჯერადაც სათანადოდ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა