ლევან ბოძაშვილი - პარტიები შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან, ეს მაინც ასე მოხდება, ნიშნები უკვე სახეზეა - ეჭვი მეპარება, ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს

ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, ვერ მოვახდინეთ სახელმწიფო ინსტიტუციების ისეთ დონეზე განვითარება, რომ პროცესები ყოველ 8 წელიწადში ერთხელ, ქუჩაში არ გადიოდეს , - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევლენ.

„წინა ხელისუფლება 2003 წელს ქუჩის აქციებით შეიცვალა, 2012 წელსაც ბევრი ხალხი გამოვიდა და ესეც იყო ხელისუფლების შეცვლის გადამწყვეტი ფაქტორი და ახლაც იგივე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ვერ განვითარდა. სახელმწიფო ინსტიტუციების მთავარი აზრი, მიზანი, არსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობდეს ქუჩაში და პოლიტიკურ ინსტიტუციებს ჰქონდეთ საშუალება პრობლემები მოაგვარონ ინსტიტუციების შიგნით, მოაგვარონ ისეთ ადგილებში, როგორიცაა პარლამენტი, სასამართლო თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია. კიდევ ერთხელ მივდივართ იმ წრეზე, რომელიც არის ჩვენთვის დამღუპველი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მე მიმაჩნია, რომ ისინი შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან. ეს მაინც ასე მოხდება, ამის ნიშნები უკვე სახეზეა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი არის არამხოლოდ არასრული უფლებამოსილების მქონე, არამედ ნაკლებად სასურველი და ცუდი შესახედი, როგორც შიდა თვალსაზრისით, ასევე საგარეო შეფასებიდან გამომდინარე.

„მე ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს. არ მახსოვს საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, რომ პარტიები ბოლომდე ერთად ყოფილიყვნენ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დროს. რეალურად ჩვენ გვაქვს ორპარტიული მოცემულობა, ხოლო 2024 წლისთვის 5 %-იან ბარიერს, რაც ახლა ხმები მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ვერავინ ლახავს, ორივე პარტიას აწყობს ეს მოცემულობა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა