თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში - ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

„ვიცით, რომ გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ყველა რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად გააკონტროლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღნიშნული რეგულაციების დაცვის პროცესი. ყველაზე დატვირთულ ადგილებში მიმდინარეობს მგზავრთა ნაკადების მართვა, შესაბამისად, თქვენ შეგხვდებათ ე.წ. რიგის ბარიერები, რომელიც მგზავრთა რიგის მართვისა და კონკრეტულ სადგურებში ადამიანების დიდი რაოდენობით კონცენტრაციისგან პრევენციის საშუალებას გვაძლევს. ამასთან, ხშირია, ავტობუსებში ადამიანების პირბადეების გარეშე გადაადგილების შემთხვევები, რის გამოც მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ამ ადამიანების გაფრთხილება და დაჯარიმება უწევთ. ამავე მიზეზით ავტობუსებიც აგვიანებენ გასვლას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დავიცვათ დადგენილი წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა