გერმანულმა მხარემ დევნილთა სააგენტოს ავტომანქანა და სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საჭირო მოწყობილობა გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის დირექტორს ფრედერიკე როჩოვანსკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გერმანულმა მხარემ დევნილთა სააგენტოს ავტომანქანა და სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საჭირო მოწყობილობა გადასცა. მათივე ინფორმაციით, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაწეული დახმარებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა