სომხეთის პარლამენტის სპიკერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

სომხეთის დედაქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, აღნიშნული პირები სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების მიტაცების შესახებ საჯარო მოწოდებების გაკეთების ფაქტებზე არიან დაკავებულები.

ედუარდ აღაჯანიანი წერს, რომ დაკავებულებს შორის ქვეყნის პარლამენტის სპიკერზე, არარატ მირზოიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირიცაა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოჰყვა. ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები მთავრობის სახლსა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მათი ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს, რომელიც, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: სომხეთის პარლამენტის სპიკერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა