პროფკავშირების გაერთიანება - „ქართულმა სახლმა" კანონიერი გაფიცვის მონაწილე 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

„ქართულმა სახლმა" კანონიერი გაფიცვის მონაწილე 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანია „ქართული სახლი", რომელიც „დელისიას“ სახელითაც ოპერირებს, მიმდინარე პერიოდში იქცა დასაქმებულთა უფლებების შელახვის ყველაზე ცხელ წერტილად, -ამის შესახებ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, კომპანიაში დასაქმებულებმა ხელფასების რამდენიმეთვიანი დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.

„მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა" (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.

2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს შემდეგი მოთხოვნებით: სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენა; ჯარიმის სახით წართმეული თანხის დაბრუნება; შრომის პირობების გაუმჯობესება.

დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა.

პროფკავშირები და „ქართული სახლის" ყოფილი დასაქმებულები აპირებენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს, ხოლო პარალელურად გაგრძელდება აქციები კომპანიის წინააღმდეგ”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა