ანგელა მერკელი - უნდა ველოდოთ, რომ პანდემიის მეორე ტალღა უფრო მწვავე იქნება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისი კვლავ მწვავეა, მიუხედავად ვაქცინის შექმნის შესახებ ბოლო დროს გაჟღერებული პოზიტიური სიახლისა.

მერკელის განცხადებით, მთავრობას მთელი ზამთრის განმავლობაში მოუწევს პანდემიასთან გამკლავება.

„როგორც ეს მოხდა ესპანური გრიპის შემთხვევაში, ახლაც ჩვენ ასევე უნდა ველოდოთ, რომ მეორე ტალღა უფრო მწვავე იქნება და ეს მოხდება წელიწადის ნაკლებად ხელსაყრელ პერიოდში, ზამთრის თვეებში, რაც ნიშნავს, რომ ამ საკითხს მთელი ზამთრის განმავლობაში უნდა გავუმკლავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შემუშავების შესახებ კარგი ამბებია, ამ ზამთარს ის რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრევენციული ზომები“, - განაცხადა მერკელმა ვიდეო კონფერენციის დროს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ