სომხეთის პოლიციამ ერევანში პარლამენტთან შეკრებილებს დასაშლელად ხუთი წუთი მისცა

ერევანში, პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციასა და მათ მომხრეებს პოლიციამ ხუთი წუთის ვადა მისცა დასაშლელად და ტერიტორიის დასატოვებლად.

„საომარი მოქმედებების დროს, შეკრებების ჩატარება აკრძალულია. პოლიცია მოითხოვს აქციის ტერიტორია დატოვოთ, რისთვისაც გეძლევათ ხუთი წუთი“ , - მიმართა პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

სააგენტოების ცნობით, პოლიციის ამ მოწოდების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს დაიშალონ და დაელოდონ მათ შემდგომ მითითებებს.

ერევანში ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციას მართავს, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა