ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელოში“, დავით უსუფაშვილის ჩათვლით, ყველას ერთი პოზიცია აქვს და პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელოში“, დავით უსუფაშვილის ჩათვლით, ყველას ერთი პოზიცია აქვს - პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, უსუფაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი ერთი პოსტი არაფერია, რადგან მათ შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან ხშირად მიმდინარეობს და ის საკითხს, როგორც „ლელოს“ ყველა წევრი ისე უყურებს.

„ჩვენ გარდატეხა გვჭირდება, რომ ბინძური, ჭუჭყიანი, გაყალბებული არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დარჩეს და წინ ვიაროთ. ყველა ერთიანია „ლელოშიც“ და „ლელოს“ გარეთაც. მე ბატონ დავითთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ეს პოსტი ერთი პოსტია, ხოლო ჩვენ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან ხშირად გვაქვს და ეჭვიც არ მეპარება, ამ საკითხს ისიც ასე ხედავს. ჩვენ იმიტომ კი არ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომ აკვიატება გვაქვს, ან გვეხალისება - ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის წყლის ჭავლით დაშლას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში მონაწილეობს. ამიტომ, მისი თქმით, გამოსავლის პოვნაა საჭირო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი