ამირან გამყრელიძე - შემთხვევათა დაახლოებით 90% არის ასიმპტომური, მსუბუქი და საშუალო სიმძიმით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე პირებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში პირი იზოლაციაში უნდა გადავიდეს და თავიდანვე ტესტის გაკეთება საჭირო არაა.

„მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ტესტზე ვიაროთ. სასურველია, რომ გადავიდეთ იზოლაციაში, დავრეკოთ 112-ზე ან ოჯახის ექიმთან და შემდეგ ჩავიტაროთ ტესტირება. იმიტომ, რომ დღეს უკვე სიმპტომებიანის ყოველი მე-5, მე-6 შემთხვევა არის კოვიდინფიცირებული და მისი ყველაზე კარგი მოვლა გახლავთ სწრაფად გადასვლა თვითიზოლაციაში. შემთხვევათა უმეტესობა, დაახლოებით 90% არის ასიმპტომური, მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე. დანარჩენი 10%-მდე გვაქვს მძიმე და კრიტიკული შემთხვევები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა