ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს შემოიტანენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ღამით ქვეყანაში ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ტესტირება თანდათან ფართოვდება და სწრაფი ტესტი კოვიდის და სხვა რესპირაციული ვირუსების დიფერენცირებისთვის გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძირითადად, ჯერ ცირკულირებს სხვა რესპირატორული ვირუსები, გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, ალბათ უფრო ნოემბრის ბოლოსთვის გამოჩნდება, მაგრამ ბევრი მიმართავს დღეს ცხელებით კლინიკებს და პოლიკლინიკებს, ამიტომ მათ აქვთ სწრაფი ტესტები იმისთვის, რომ მოხდეს დიფერენცირება არის კოვიდი თუ სხვა ინფექცია.

რეზერვში გვაქვს დაახლოებით 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და დაახლოებით 45 000 სწრაფი ტესტი. დღეს ღამე უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. ვფიქრობთ, დამატებით კიდევ მილიონის შესყიდვას სწრაფი ტესტის, რათა ამ გვიანი შემოდგომის და ზამთრის სეზონის განმავლობაში გვქონდეს სწრაფად დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება - არის კოვიდი თუ სხვა რესპირაციული ინფექცია და მოხდეს ადამიანის სწრაფი იზოლირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი