ამირან გამყრელიძე - ერთ წელიწადში კორონავირუსმა სიკვდილიანობით გადაასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს - ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსული ინფექციის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი იგივე სურდოა. სურდოს ხშირად გრიპს ეძახიან. გრიპი კიდევ სხვა რამეა. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ. მილიონ 200 ათასი ადამიანი შეიწირა ამ კორონავირუსულმა ინფექციამ. ერთ წელიწადში სიკვდილიანობით კორონავირუსულმა ინფექციამ გადაასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს. ამიტომ სერიოზულ საფრთხესთან არის საქმე. ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობოთ ვირუსისგან დასაცავად პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება მედიცინამ ვერ მოიგონა.

„გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე, ორი თუ სამი ვაქცინა არის უკვე ბოლო ფაზაზე, ქვეყნების მიერ ვაქცინის 8 მილიარდი დოზაა შეკვეთილი. ვაქცინა კეთდება ორჯერ. ანუ, ეყოფა 4 მილიარდ ადამიანს, მოსახლეობის 60%-ს, მაგრამ მოსახლეობის 60%-ის ერთ წელიწადში აცრა ძალიან რთულია. ამიტომ, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. მანამდე, ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი