ბარაქ ობამა - დონალდ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ აშშ-ის დემოკრატიის დელეგიტიმიზაციას ახდენს, რაც ძალიან სახიფათოა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას თქმით, ჯო ბაიდენმა წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აშშ-ის დემოკრატიის დელეგიტიმიზაციას ახდენს.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი არა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის, არამედ ზოგადად დემოკრატიის დელეგიტიმიზაციისკენ და ეს ძალიან სახიფათო გზაა,“- განაცხადა ობამამ CBS News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, განსაკუთრებით აშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ საკითხში ტრამპს მხარს სხვა რესპუბლიკელებიც უჭერენ.

„როგორც ჩანს, ისინი გარკვეულწილად მოტივირებული არიან, რადგან პრეზიდენტს არ მოსწონს და არასდროს აღიარებს წაგებას,“- განაცხადა ობამამ.

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბება მოხდა, რასაც ის სასამართლოს საშუალებით დაუპირისპირდება. ტრამპის საარჩევნო შტაბმა რამდენიმე შტატის სასამართლოებში სარჩელები უკვე შეიტანა.

იხილეთ ვიდეო: ბარაქ ობამა - დონალდ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ აშშ-ის დემოკრატიის დელეგიტიმიზაციას ახდენს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა