დედაქალაქის მერიას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

დედაქალაქის მერიას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გაიმართება თუ არა 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ან მოეწყობა თუ არა გასული წლების მსგავსად, საშობაო სოფელი, ჯერჯერობით უცნობია.

„საახალწლო სოფელთან და ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, ოფიციალურ ინფორმაციას, თუ სად და რა ფორმით გაიმართება ღონისძიებები, გავავრცელებთ გადაწყვეტილების მიღებისთანავე“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ მერიამ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. მეორე მხრივ, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

იხილეთ ვიდეო: იქნება თუ არა საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში? - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა