"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელს ბაზარზე არსებულ მინიმალურ ტარიფს სთავაზობს. როგორც "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში" აცხადებენ, მათთან 1995 წლიდან გამოშვებული ავტომობილის დაზღვევაა შესაძლებელი.
"დღეს ბაზარზე ძირითადად 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების დაზღვევა შეიძლება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ სადუნაშვილის განცხადებით, IGG ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც 1995 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილის დაზღვევაც შეიძლება. მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 1 მლნ ლარამდე ზარალი. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com), გადზღვევით სარგებლობს. რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444",-აღნიშნულია ინფორმაციაში.