„ბილაინის“ მომხმარებლებს უცხო ენის შესწავლა თვეში მხოლოდ 15 ლარად შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, „ბილაინი“ მის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი ნახევარ ფასად შეიძინონ. კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებისთვის Busuu-ს პრემიუმ პაკეტის ღირებულება შეადგენს 15 ლარს, რის შემდეგაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლოს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის მომხმარებელი უნდა გადავიდეს ბმულზე: https://beeline.ge/promo; გაიაროს ვერიფიკაცია მობილურის ნომრით, გაიაქტიუროს მომსახურება 15 ლარად, რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით მიიღებს 10 სიმბოლოს მქონე ვაუჩერის კოდს; შემდეგ, უნდა გაიაროს რეგისტრაცია Busuu-ს ვებ-გვერდზე და ანგარიშის მენიუში იპოვოს „Redeem a voucher” ველი და მიღებული კოდი შეიყვანოს; ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, მომხმარებელს გაუაქტიურდება პრემიუმ პაკეტი ერთი თვით; თუ ერთი თვის გასვლის შემდეგ, მომხმარებელი სწავლის გაგრძელებას ისურვებს, ზემოთ აღწერილი პროცესის გავლის შემდეგ, მეორე თვის ვაუჩერის კოდსაც მიიღებს;

კომპანიის ცნობით, კოდი ვალიდურია 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით; მომსახურების აქტივაციის რაოდენობა „ბილაინის“ აბონენტებისთვის შეუზღუდავია - იგივე პროცესის გავლა დღეში რამდენჯერმეა შესაძლებელი.

„ბილაინის“ ცნობით, Busuu უცხო ენების შესწავლის პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვედის, ასევე, iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის, ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა დღეს 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Busuu-სთან თანამშრომლობა „ბილაინის“ ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა