ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი განმარტავს, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე, VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფასთან შეთანხმებული იყო

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე,VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფასთან შეთანხმებული იყო.

თუმცა, როგორ მოხვდა სტადიონზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, დავით მუჯირი ვერ აკონკრეტებს.

როგორც მან მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დამსწრე პირთა სია შეზღუდული იყო, თუმცა, უეფასთან შეთანხმებით, მატჩის სანახავად კახა კალაძეს სამი ადგილი გადაეცა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვებით იწყებთ გუშინდელი მარცხის შემდეგ საუბარს. არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული ისევე, როგორც გასვლით თამაშებზე ვათანხმებთ. ჩვენც გვქონდა შეთანხმებული და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც იყო წინასწარ შეთანხმებული. ისინი უფრო მეტნი იყვნენ გუშინ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენი წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა გუშინ გულშემატკივრის მოსვლა თამაშზე და სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. სია იყო შეზღუდული და უეფასთან შეთანხმებული. ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. ამასთან, როგორც თქვენ ეძახით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა. სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა თამაშს, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე“, - განაცხადა მუჯირმა და დასძინა: „ნიღაბი მოიხსნა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, რამდენიმე პოლიტიკოსმა, რამდენიმე პროვოკატორმა და ჩასაფრებულის პოზიციიდან მოქმედებენ დღეს“.

„შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას არ გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ“, - განაცხადა მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოში შერჩევითი სამართალია, რომელიც მაღალჩინოსნებს VIP-ტრიბუნიდან მატჩის ყურების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც მოედნის გარეთ მყოფ ქომაგებს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით აჯარიმებენ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია