მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი მიმდინარეობს

მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნება. წამებულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

აღსანიშნავია, რომ წამებულთა ხსენების დღეს ტრადიციულად ეწყობა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდება პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართა. ტარდება მხოლოდ მცირე პარაკლისი.

ამის შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლთან ერთად ყვავილების გვირგვინს ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაასვენებენ, რაც ქრისტესთვის წამებული წინაპრებისადმი მადლიერებას გამოხატავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა