იოსებ ხახალეიშვილი - კარგად გააზრებული არჩევანი ბევრი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაქვს ჩემი თანაქალაქელების გვერდით დგომის იმედი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ამჯერად ზედა უქიმერიონის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ინდივიდუალურად ესაუბრა მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებსა და უპირატესობაზე, რომ პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქალაქის განვითრების პროცესში და თანაქალაქელების რაციონალური რჩევები ქალაქს საშუალებას მისცემს ინფრასტრუქტურულად სწორად განვითარდეს.

"თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალურად მიწევს საარჩევნო პროგრამის განმარტება და ამ პროგრამის უპირატესობის ახსნა, რაც ამ შეხვედრების ძალიან დადებითი მხარეა. მოქალაქეები მზად არიან, რომ საკუთარი ქალაქის შენებაში მიიღონ მონაწილეობა, მათ კარგად იციან რა სურთ ინდივიდუალურად, რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ისინი ელოდებიან ჩვენგან მოსმენას, სწრაფ რეაგირებასა და ინიციატივას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგადად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში, ეპიდემიურადაც და პოლიტიკურადაც, კარგად გააზრებული არჩევანი, ბევრი გარკვეული პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მაქვს ჩემი თანაქალაქელების გონიერების და გვერდით დგომის იმედი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ინფორმაციას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა