მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პირი რამდენიმე დღეა ვერ ახერხებს სამედიცინო დახმარების მიღებას, ტყუილი აღმოჩნდა

მცხეთა- მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მცხეთაში მცხოვრები პირი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებდა.

მანანა ნარიმანიძის განცხადებით, ზაურ ყაყაჩოველი, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა თავს კარგად გრძნობს.

მას ტემპერატურა არ აღენიშნება, მაგრამ ექიმების რჩევის შესაბამისად, ოთხი დღეა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

"ბატონი ზაურ ყაყაჩოველი, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა - თავს კარგად გრძნობს. მას ტემპერატურა არ აღენიშნება, მაგრამ ექიმების რჩევის შესაბამისად, ის ოთხი დღეა, თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ტემპერატურა. როდესაც ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით და გადავამოწმეთ ეს ამბავი. მან განმარტა, რომ მუდმივი და ყოველდღიური კავშირი აქვს მის ექიმთან და რამე სახის დამატებით ჩართულობას არ საჭიროებს. ჩვენთვის ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა