ცესკო - საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, დღეს სხდომაზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, რაც მიუღებელია.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს.

დღეს ცესკო-მ დანიშნა მეორე ტურები, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს",-განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ცნობისთვის, დღეს ცესკოში სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.

ცესკოს მიერ განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ასევე ცესკომ განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე შეტანილი საჩივრები, რომელიც შემდეგმა სუბიქტებმა წარადგინეს: პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური გაერთიანება ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის“, საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“. მათ შორის იყო ა(ა)იპ-ის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი.

შეგახსენებთ, ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო