ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნები რჩება

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მთავარ მოთხოვნაზე შეიძლება დაშენდეს სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

„მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს გამოხატულ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს. ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, შეხვდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„თუმცა, მგონია, რომ მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს ოპოზიციასთან შეხვედრა, რათა ჩვენი პოზიცია მოისმინოს იმ მთავარ ამბავზე, რომელიც ახლა ქვეყანაში ხდება. ეს არის გაყალბებული არჩევნები და ბოიკოტი ახალი პარლამენტის. თავისთავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა