ვლადიმერ ვაისი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს

არ ვიცი საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია, -ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა.

ვაისმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო.

„ასეთი თამაშის შემდეგ ძილი შეუძლებელია. 0:1 წავაგეთ, 1 შეცდომა დავუშვით დაცვაში და... მაკედონია მცირე შანსებსაც სულ იყენებდა ჯგუფში. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მატჩის შემდეგ ყველა ცუდად იყო, იმედგაცრუებული, ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, ხვალ სომხეთს ვეთამაშებით, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ბიჭებისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება ძალიან კარგი იქნება, ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ეს მომავლისთვის იქნება კარგი.

იმედგამაცრუებელი მატჩის შემდეგ ძნელია მოედანზე გასვლა, თუმცა ვნახოთ. წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს და ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ. გუშინ შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ ამ იმედგაცრუებაზე.

მოვა ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში ახალ სულს მოიტანს და იმედია, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ კი მაღალი დონის ფეხბურთელები დახვდება. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ის ძალიან ემოციური პიროვნება გახლავთ. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ გუნდს ჩაიბარებს, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ეს 5 წელი ჩემს გულში მუდმივად დარჩება. სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებისა და ამ ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, ნაკრებსა თუ კლუბში. მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ვაისმა.

მისივე თქმით, მაკედონია დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

„მათთან სისწრაფეზე მეტად კრეატივი გვჭირდებოდა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შესაძლოა, ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია. თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა მწვრთნელის თავსატეხია. იბრძოლეს, იომეს, ერთი შეცდომა დაუშვეს... შეტევაში საკმარისი სიმწვავე ვერ შევქმენით. რაც მაკედონიელებმა გააკეთეს თავდასხმაში, ჩვენ ვერ შევძელით და წავაგეთ”, - განაცხადა ვაისმა.

როგორც ვაისმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ეროვნული ნაკრები სომხეთთან შეხვედრას წარმატებით დაასრულებს.

ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 მარცხის შემდეგ, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა