გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია არის ერთიანი, არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე კომპრომისზე წასვლას

ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, მყარი და არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე კომპრომისზე წასვლას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საარჩევნო უფლებები არ არსებობს.

„მინდა ჩაგაბაროთ 2 - კვირიანი ანგარიში, თუ რას მივაღწიეთ. პირველი, მთავარი მიღწევა არის იქ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება, ამის მთავარი ამოსავალი წერტილი და ძალა ხართ თქვენ! ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, მყარი და არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე კომპრომისზე წასვლას. ამისთვისაც მადლობა თქვენ, თქვენ გვამხნევებთ ამაში! ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შუამავლობით ხელისუფლებას მოუწია კვლავ დიალოგის მაგიდასთან დამჯდარიყო, ამისთვის მადლობა თქვენ, თქვენ ხართ მთავარი მონაწილე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას.

ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის და დემოკრატიის ფუნდამენტი საარჩევნო უფლებების თვალსაზრისით არ არსებობს ქვეყანაში. თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს ქვეყანაში, თუ მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის “,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელახალი არჩევნები აუცილებელ მოთხოვნად რჩება.

„ჩვენ აუცილებლად ვითხოვთ ახალ არჩევნებს, მაგრამ ამასთან ერთად ვითხოვთ სამართლიან, კანონის შესაბამის თავისუფალ არჩევნებს! სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას ვის ვანდობთ ჩვენ ბედს“,-განაცხადა ვაშაძემ.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან მორიგ შეხვედრაზე მათ მოთხოვნებზე ადეკვატურ პასუხებს ელოდება.

„ერთი რამ ცხადია, ეს საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არ იკლებს. საზოგადოების უმრავლესობა თქვენი გაყალბებული დათვლითაც კი არ ეთანხმება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ამ ხალხთან ერთად მინდა მოგმართოთ თქვენ, მოეგეთ გონს! მესამე რაუნდზე როდესაც გვექნება მოლაპარაკება, თქვენთან ველოდები ადეკვატურ პასუხს, პირველ რიგში, ხალხისთვის. მოგვეცით პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც ვითხოვთ, იმისთვის, რომ დავასრულეთ ქვეყანაში ეს უბედური დაპირისპირება. ყველას მოგვბეზრდა“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა