ალეკო ელისაშვილი - იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, არ გადავშენებულვართ ქართველები

იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, რომ არ გადავშენებულვართ ქართველები, ჩვენში თავისუფლების სიყვარული ძგერს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ არჩევნები ტარდებოდეს პატიოსნად და არჩევნების მეორე დღეს არ უწევდეს ხალხს ქუჩაში გამოსვლა.

„ჩვენ სახლში დავტოვეთ დღეს ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ ყველა. ეს პარტია არის ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, შეუპოვრობაც ღირს და აქ დგომაც.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იციან, როგორი იყო უშუქო საქართველო და ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდებოდეს პატიოსნად. ჩვენ გვინდა ისეთი არჩევნები, სადაც მეორე დღეს დამარცხებული იტყვის, რომ დამარცხდა და გამარჯვებულს მიულოცავს, გამარჯვებული გამოვა, გაამხნევებს დამარცხებულს და იტყვის, რომ მოდი ერთად გადავხვიოთ ხელი და უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ და ვიშრომოთო. ასეთი საქართველო გვინდა, პატიოსანი არჩევნები გვინდა საქართველოში და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ გაყალბებული არჩევნები. დაივიწყონ თავად ცნება არჩევნების გაყალებების, ეს გვაწვალებს, ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ, რომ შინაარსი ჰქონდეს ამ არჩევნებს. სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ ფეხი არ მოვიცვალოთ ამ ბრძოლისგან, მხნედ და შეუპოვრად ვიდგეთ ყველა,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა