ნიკოლ ფაშინიანი - საომარი მოქმედებების დროს ასობით სომეხი ჯარისკაცია დაკარგული

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების დროს ასობით სომეხი ჯარისკაცი უგზოუკვლოდაა დაკარგული. „რაოდენობა ცნობილია, მაგრამ კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ. საუბედუროდ, საუბარია რამდენიმე ასეულ დაკარგულ ჯარისკაცზე. იმედი გვაქვს, მათ ნაწილს ცოცხლებს ვიპოვით,“ -განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე.

რაც შეეხება ტყვეების გაცვლის საკითხს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი გაცვლის პროცესი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის დასრულების შემდეგ დაიწყება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს