გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, დანარჩენი ოპოზიციურ პარტიები „სიურპიზების წინაშე“ არ დააყენოს

“მოვუწოდებ პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას”, სიურპიზების წინაშე ნუ დააყენებს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბათუმში გამართულ აქციას, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბანერებზე “მიშა ჩამოდი” წარწერის გამო დატოვა.

ვაშაძის თქმით, მსგავსი ქმედები აზარალებს საერთო ოპოზიციურ ბრძოლას.

“ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, როცა არის საერთო აქცია, უნდა იყოს საერთო ფორმატზე შეთანხმება და არა ის, რომ სიურპიზები მოვუწყოთ ერთმანეთს ამ აქციების დროს. აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვინც დატოვა ეს აქცია. ვიზიარებ მათ პოზიციას. მოვუწოდებ პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას” სიურპიზების წინაშე ნუ დააყენებენ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს”,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დაბრუნდება თუ არა.

“რას ითხოვს ჩვენგან? ადგეს და თვითონ გადაწყვიტოს სად ჩავა და სად არ ჩავა და თუ არ აპირებს ჩამოსვლას, თქვას რომ არ აპირებს ჩამოსვლას, თუ რამე სხვას აპირებს , ესეც თქვას. სხვაზე პასუხისმგებლობის გადატანა ყველაზე ცუდი ქმედებაა და ყველაზე არასწორი საქციელია პირდაპირ ვამბობ. “თქვენ მითხარით, ჩამოვალ და კორიდორი გამიკეთეთ”... ცოტა არასერიოზულია ეს საუბარი”,- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა