გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი და ნატახტარი.
„14:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, მილისწყარო, სელექცია.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვეშეთი, არახვეთი, მლეთა, ნაღვარევი, მანასეული, გვიდაქე, წინკობანი, ამირთა, სეფე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.