„ევროპის უნივერსიტეტი" 17-18 ნოემბერს სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონს გამართავს

„ევროპის უნივერსიტეტი" ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან ერთად გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 17-18 ნოემბერს ონლაინ სივრცეში სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ორ ნაწილად იყოფა: პირველ დღეს მოხდება გუნდებად ფორმირება და ჩატარდება შეხვედრები, იდეების გენერირების და მეწარმეობის მიმართულებით, მეორე ეტაპზე კი გუნდის წევრებმა წინასწარ დასმულ პრობლემებზე საინტერესო გადაწყვეტა უნდა წარმოადგინონ.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, საუკეთესო იდეის მქონე გუნდები სპარკის პრე აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები გახდებიან და იდეის რეალობად ქცევის ეტაპს მიუახლოვდებიან, საუკეთესო გუნდებს გადაეცემათ ასევე სერტიფიკატები.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/WAMXCSFTAcwBUCSS6

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს