ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა „სილიკონ ველიდან“ დაფინანსება მოიზიდეს

მოხარულები ვართ, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსს უკვე მეექვსედ აცხადებს და ინოვაციური და კრეატიული პროექტების წარმდგენ სტარტაპებს გამოავლენს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს და მხარს უჭერს სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.

„ეს საგრანტო პროგრამაც ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად 96 სტარტაპი დაფინანსდა. გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა „სილიკონ ველიდან“ მოიზიდეს დაფინანსება უკვე კერძო ინვესტორების მხრიდან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები და შეღავათები, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ აიტი ინდუსტრიისთვის შემოიღო.

„ჩვენ კომპანიებს მივანიჭეთ ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეღავათით გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს გლობალურ აიტი კომპანიებს, რომ დააფუძნონ მეტი წარმომადგენლობა საქართველოში და ეს სფერო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა