დავით ზალკალიანი - აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით

ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას მოხდება, თუ არა საქართველოში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაიმე ფორმით განთავსება.

მისივე თქმით, ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებაზე საუბრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. სხვაგვარად ჩვენ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რაც გულისხმობს ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებას მუდმივად ვსაუბრობთ, დღესაც ვისაუბრებთ და ეს საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიული ურთიერთობის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 18 ნოემბერს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

იხილეთ ვიდეო: აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს ვერ გავუმკლავდებით - დავით ზალკალიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა