სვეტლანა ტიხანოვსკაია - ამჟამად რუსეთი დიდ მხარდაჭერას არ გამოხატავს ლუკაშენკოს მიმართ

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მომხრეებს მიზნობრივი სანქციები დაუწესონ. როგორც ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვისას განმარტავს, ბელარუსი ხალხის მიმართ ძალადობა მწვავდება, მათ კი მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით შეუძლიათ ამ ყველაფერს უპასუხონ.

„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ზეწოლა რეჟიმზე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამიტომ ვითხოვთ ახლა ჩვენ არა მხოლოდ სანქციებს ინდივიდუალური პირების მიმართ, არამედ ფინანსურ მიზნობრივ სანქციებს იმ პირებისა და ბიზნესების მიმართ, რომლებიც ლუკაშენკოს „ჯიბეში უსხედან“. ჩვენი აზრით, მხოლოდ ეკონომიკური წნეხი აიძულებს ამ რეჟიმს წავიდეს, რადგან მათ არ ექნებათ ფული, რომ საკუთარი სპეცრაზმისა და კრიმინალისთვის გადაიხადონ“, - განაცხადა ბელარუსმა ოპოზიციონერმა.

აქვე ტიხანოვსკაია განმარტავს, რომ რუსეთი ამჟამად ლუკაშენკოს მიმართ დიდ მხარდაჭერას აღარ აფიქსირებს.

„საპროტესტო მოძრაობის დასაწყისში, აგვისტოში, ვნახეთ, რომ რუსეთი ლუკაშენკოს ფულით ეხმარებოდა და მზად იყო დამატებით პოლიცია გაეგზავნა. თუმცა ამჟამად, ვხედავთ, რომ რუსეთი დუმილს ინარჩუნებს, რადგან ისინი ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე ბევრს არ საუბრობენ და დიდ მხარდაჭერას არ გამოხატავენ ლუკაშენკოს მიმართ. ისინი თითქოს ელოდებიან რა მოხდება“ , - აღნიშნავს ტიხანოვსკაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა