ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, მუშაობას მაინც დისტანციურად აგრძელებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ნორმალური მაქვს. ამ ეტაპზე ტესტის პასუხი უარყოფითია. ვაკვირდები მდგომარეობას და ვმუშაობ დისტანციურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა. როგორც გამყრელიძე აცხადებდა, თვითიზოლაციაში გადასვლამდე, წინა დღეებში ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ გადაწყვიტა თვითმონიტორინგი ეწარმოებინა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა