პარიზი, ჰონგ-კონგი და ციურიხი ყველაზე ძვირ ქალაქებად დასახელდა

ბრიტანულმა ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო ხარჯების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

ამჯერად ორგანიზაციამ 133 ქალაქში სამომხმარებლო კალათაში არსებული ყოველდღიური მოხმარების 138 საგნის ფასები შეადარა.

კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქებია პარიზი, ჰონგ-კონგი და ციურიხი. ძვირი ქალაქების რეიტინგში, პანდემიის პერიოდში მეოთხე ადგილზე სინგაპურია, მეხუთეზე კი იაპონიის ქალაქი ოსაკა.

ანგარიშში ასევე შეფასდა ეპიდემიის გავლენა საყოფაცხოვრებო ხარჯზე. „როიტერი“ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში დოლარის გაუფასურების გამო საყოფაცხოვრებო ხარჯები შემცირდა, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქალაქებში დოლართან მიმართებაში ევროს ფასის ზრდის ფონზე ცხოვრება გაძვირდა. წელს ერთი კილოგრამი პური საშუალოდ პარიზში 6,1 აშშ დოლარი ღირს, ციურიხში 5,03 აშშ დოლარი და ჰონგ-კონგში 3,82 აშშ დოლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა