ირაკლი კუპრაძე - ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სერჟანტ შავაძის საქმის მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ , დღეს "ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან

"ლელო საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კუპრაძე "ქართულ ოცნებას" სერჟანტ შავაძის საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს.

როგორც ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სერჟანტის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დანიშნულმა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ თავის დროზე არ გამოიძიეს.

"მოვისმინეთ იუსტიციის სამინისტროს სამარცხვინო ბრიფინგი, რომელიც სერჟანტ შავაძის საქმეზე საუბრობდა, რომლის სიცოცხლე წინა ხელისუფლების პერიოდში ხელჰყვეს. მათ ავიწყდება ის ფაქტორი, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამ საქმის მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ და დღეს "ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან, მაგალითად: ვასილ როინიშვილი პირი, რომელიც აჭარის მთავრი პროკურორი იყო, სერჟანტ შავაძის საქმეს იძიებდა, "ქართულმა ოცნებამ" აირჩია და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. რამდენიმე თვის წინ "ლელო-საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოსთან იდგა და ვასილ როინიშვილის დანიშვნას აპროტესტებდა, რადგან მის სახელთან სერჟანტ შავაძის გამოუძიებელი და მიჩქმალული საქმეა დაკავშირებული.

შევახსენებ, რომ სერჟანტ შავაძის გამომძიებელი ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად რესან კონცელიძე დააყენეს, რომელმაც შავაძის ოჯახს დაზარალებული სტატუსიც კი არ მიანიჭა. "ქართული ოცნება" იმ დანაშაულებრივი საქმის თანამონაწილეა, რაზეც ევროპული სასამართლო დღეს საუბრობს. წლების განმავლობაში საქმე გამოუძიებელი დატოვეს, ესენი "ქართული ოცნების" წევრები არიან", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს