გიორგი რუხაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ძალით ვერავინ ვერავის ვერსად შეიყვანს

ძალით ვერავინ ვერავის ვერსად შეიყვანს, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გიორგი რუხაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც შეიძლება მმართველმა გუნდმა მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს.

რუხაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ფურცელზე რა ეწერა და კანონი რას ითვალისწინებს, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ერთპარტიული პარლამენტით ამ გზაზე ვერ ვივლით, ნელ-ნელა დავკარგავთ ყველაფერს, რაც აქამდე მოგვიპოვებია. ამიტომ, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მე მგონი, დავინახეთ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გრძნობს, რამხელა კრიზისში შეიყვანა სახელმწიფო და მათ განცხადებებსაც ეტყობა რაღაც კუთხით, რომ მათ სჭირდებათ გამოსავალი და მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ეს რომ ასე არ იყოს, საერთოდ არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე ხელისუფლება და საერთოდ არ იდარდებდა იმაზე თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. არ მგონია, რომ ხელისუფლება იმაზე ნერვიულობდეს, რა მომავალი ექნება ოპოზიციას. ის საკუთარ თავზე ნერვიულობს და ძალიან კარგად ხედავს, რომ მარტო პარლამენტში სერიოზული პრობლემები ექნება და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალი იქნება“- განაცხადა რუხაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა