კახა კალაძე - ქვეყნის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში

ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ოპტიმისტი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების დღევანდელ შეხვედრას.

როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებზე მიიღო გადაწყვეტილება, როგორი შემადგენლობის პარლამენტის ხილვა სურს.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, თუ როგორ სურს, ნახოს მომდევნო პარლამენტი, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში, ამიტომ დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშორის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ცალ-ცალკე ხვდება. ელჩი უკვე შეხვდა “პატრიოტთა ალიანსის”, “ერთიანი საქართველოს”, “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, ასევე “გირჩის” ლიდერებს. ჰარცელი დღესვე შეხვდება “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებსაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა