ვაჟა სირაძე მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

სირაძის განცხადებით, პირდაპირი ჩართვები საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და სამართალდამცავების სიცოცხლეს.

„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა მირკოსაფინანსო ორგანიზაციაში, ადგილზე იმყოფება პოლიცია. შენობაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი ტარებით. მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, რომ შევწყვიტოთ პირდაპრი ჩართვები, ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. ასევე, თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება მოთხოვნებს და დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. მიმდინარეობს ღონისძიება“, - განაცხადა სირაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს