ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირება მნიშვნელოვანია რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის.

„მსგავსი სახის კონფლიქტები და მათი დარეგულირება რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენთვის ეს არ არის ფუჭი სიტყვები, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთში ცხოვრობს მილიონობით სომეხი და აზერბაიჯანელი“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა თათბირზე, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხებოდა.

მისი თქმით, რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვს.

„ამას აქვს ჩვენთვის შიდაპოლიტიკური განზომილება და ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პოლიტიკის თვალსაზრისით“ , - განაცხადა პუტინმა.

მისი შეფასებით, რუსეთს და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა