ირაკლი ჩიქოვანი - ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოოდ გაფორმებას

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მან ხმა საბოლოოდ გამარჯვების გაფორმებას მისცა.

„მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოოდ გაფორმებას. როგორც იცით, ზუგდიდში, პირველ ტურში, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ, დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ და ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, უკვე ტრადიციად იქცა ის ფაქტი,რომ ზუგდიდში, მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ იღებს.

„ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება, როგორც წესი, „ნაცინალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამე ფორმით უნდა უგულებელვყოთ ის დემოკრატიული პროცესი, რაც არჩევნებთანაა დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ, გააკეთებენ საკუთარ არჩევანს და მომცემენ საკუთარ მანდატს.

აქტიურობა დარწმუნებული ვარ, იქნება. კონკრეტული ციფრის დასახელება გამჭირდება, თუმცა, დღის განმავლობაში არამხოლოდ წვიმაა, გამოიდარებს კიდეც, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია