კახა კალაძე - მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად და შევლენ პარლამენტში - ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ კალაძემ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კახა კალაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ჩიხს, მოლაპარაკებები დაწყებულია. ჩართულები არიან ფასილიტატორები, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტიდან გაგრძელდება მუშაობა, ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და პარლამენტში შევლენ. კალაძის განცხადებით, ხალხმა მათ ხმა იმისთვის მისცა, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„იმედი მაქვს, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნება, ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქიდან გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკურ პარტიებს მისცა ხმა იმისთვის, რომ მათ იმუშაონ პარლამენტიდან.

ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა, არის კონკრეტული ადამიანები. არ არის საჭირო ჩამოთვლა, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა