ცესკოში აცხადებენ, რომ მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლის, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში result.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი.

რაც შეეხება ქუთაისს, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მერის რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 27%-ია დამუშავებული, რაც 35 საარჩევნო უბნის შედეგია.

„შედეგები ამ მომენტიდან მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებ-გვერდზე და მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო: ცესკოში აცხადებენ, რომ მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა