კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშუალოდ, 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება. ამ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი სტეფან ბანსელი ავრცელებს.

მისი თქმით, ვაქცინის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე. წინასწარი მონაცემებით, Moderna წლის ბოლომდე 20 მილიონი ვაქცინის წარმოებას გეგმავს, მომდევნო წლის განმავლობაში კი, მილიარდზე მეტის.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკულმა კომპანია Moderna-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ვაქცინის შექმნის შესახებ ასევე განაცხადეს გერმანულმა მწარმოებელმა BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა. მათი თქმით, მკვლეველი აჩვენებს, რომ ვაქცინას ადამიანების ვირუსისგან დაცვა 90%-ით შეუძლია.

იხილეთ ვიდეო: რა ეღირება Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა