ილია მეორე - წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პატრიარქმა დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.

„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“,-ბრძანა უწმინდესმა.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

იხილეთ ვიდეო:"წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ილია მეორე

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე