ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტონი ბლინკენი, კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად კი ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა

ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მან ტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე წარადგინა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯო ბაიდენმა ჯეიკ სულივანი დაასახელა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი იყო.

დაზვერვის სამსახურის უფროსად ბაიდენმა ავრილ ჰაინესი წარადგინა. ჰაინესს, რომელიც პირველი ქალი იქნება აღნიშნულ პოსტზე, წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ბაიდენმა ლინდა ტომას გრინფილდი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს აფრიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, გაერო-ში აშშ-ის ელჩად წარადგინა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯო ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასი დაასახელა, რომელიც პრეზიდენტ ობამას მმართველობის დროს შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილედ მსახურობდა.

წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმეს დასამტკიცებლად სენატის თანხმობაა საჭირო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა