ბორის ჯონსონი - გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა ყველას ვურჩევ ვაქცინის გაკეთებას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.

„ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყანაში ვაქცინის წინააღმდეგია. გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც დაიცავს“, - განაცხადა მან.

ჯონსონის თქმით, იმ ბრიტანელებისთვის, რომლებიც რის-ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვაქცინა ხელმისაწვდომი აღდგომისთვის იქნება. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 55 200 ადამიანი ემსხვერპლა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს