ზაალ უდუმაშვილი - მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ, აქციები კი ღია სივრცეში იმართებოდა და რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, ამის არავის სჯერა

იმის ნაცვლად, რომ ისინი რეალურად ებრძოდნენ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, რომელზეც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები, ახლა ცდილობენ სულ ტყუილად ისრები გადაიტანონ ოპიზიციაზე, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

უდუმაშვილის განმარტებით, აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ ჯერა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისათვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ ჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა